გიორგი ბარამიძე - სასაცილო და სამარცხვინოა, თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რომ ლაპარაკობს, ლუზერიაო, ეს ადამიანი შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 02 აპრილი 2025, 23:24

სასაცილო და სამარცხვინოა, თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რომ ლაპარაკობს, ლუზერიაო, ეს ადამიანი შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბარამიძე გამოეხმაურა „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტს, სადაც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე აქტივისტი „დაგაზა“, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს“.

როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თამარ ჩერგოლეიშვილის სისულელეებზე კომენტარი გააკეთოს.

„მგონი, სასაცილო და სამარცხვინოა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე ლაპარაკობს, ლუზერიაო. ეს ადამიანი შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით და იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, ფსიქიურად თუ ფსიქოლოგიურად, რომ ამგვარ რაღაცებსაც კადრულობს. ნამდვილად არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, ამ ადამიანის დონეზე ვინმე დაეშვას და მის ამ სისულელეებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოს ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, ანუ დაგვენგრია ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული
ნიკოლოზ სამხარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა სტრასბურგში
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
არქივი