დავით ქართველიშვილი: მარიამ რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე - ასობით, ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. გათავისუფლების შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 31 მარტი 2025, 16:25

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მარიამ რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე - ასობით, ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. გათავისუფლების შემდეგ.

„საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის დღევანდელ უმძიმეს სხდომაზე მარიკა რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე. სწორედ ამას ჰქვია მენტალობის გენოციდი, ქართველობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ქართული სილამაზის, ქართული ოჯახის, ქართული ნიჭის, ქართველი შვილების წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი და უსასტიკესი ბრძოლა. ასობით, ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. „გათავისუფლების“ შემდეგ - სწორედ ეს იყო იმ საკონცენტრაციო ბანაკის ჯალათების მიზანი. და არა მარტო იყო - არის. იმ ურჩხულის წიწილების, იმ ნორჩი ფაშისტების სახით, ვისაც დღესაც სწყურია ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფსიქიკა. ვინც დღესაც მოქმედებს მარტივი პრინციპით - „ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ჩემი სამშობლო და ვერც თქვენ გაგახარებთ, ვინც სამშობლოდ აღიქვამს ამ მიწა-წყალს“. დღეს ერისა და ქვეყნის გადარჩენის ფორმულა, როგორც არასდროს მარტივია - ან ესენი, ან ჩვენ!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
⅚დავით ქართველიშვილი ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლებზე: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...
დავით ქართველიშვილი: საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს
ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი
ნინო წილოსანი სანქციებზე: ნამდვილად სამარცხვინო არის ის, რაც ხდება. წარმოუდგენელია გააშავო ადამიანები, დააბრალო, დაასანქცირო, რეპუტაციულად დააზიანო და არ დაუტოვო მათ თავის მართლების შესაძლებლობა
ზურაბ ქადაგიძე: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო - იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
არქივი