თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დაგაზა“ რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 31 მარტი 2025, 13:50

მეგობრებო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დაგაზა“ რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მიზეზი ერთია: ამ ერთსულოვნების ცენტრში არ არის მათი ლუზერი ბელადი, თვითგამოცხადებული „მთავარი პოლიტპატიმარი“, რომელიც ცოტა ხნის წინ ეხვეწებოდა ივანიშვილს, ოღონდ გამიშვი და „ნაცმოძრაობას“ გადმოგიფორმებო.

მათ არ ჰყოფნით ხალხი, რომ მიშასთვის თვითონ მოაწყონ აქციები და მსვლელობები. ამიტომ ეროვნული დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად გამართული აქციის დისკრედიტაციას ცდილობენ.

ისინი აფურთხებენ სულში ჩვენს წინაპრებს და 31 მარტის ერთსულოვან სულისკვეთებას.

ვისაც გონება გიჭრით (თუ დარჩით ასეთები მაგ კიკიმორების გარემოცვაში), ღმერთი არ გაგიწყრეთ – ლაზერის ამოღება და ღმუილი არ გაბედოთ. მართალია, ამ ნაბიჯით მხოლოდ სააკაშვილი ჩაირეცხება და არავინ სხვა, მაგრამ არც სააკაშვილის ჩარეცხვად ღირს 31 მარტის სულისკვეთების გაფუჭება.

დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთის დელეგაციას ვუთხარი, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ესტონეთის მსგავსად, არც ნატო-ს წევრი ვართ, არც ევროკავშირის და პარლამენტიდან 35 კილომეტრში რუსული ჯარი დგას
კირ სტარმერი - მსოფლიო, როგორიც ვიცოდით, დასრულდა, არავინაა მოგებული სავაჭრო ომში
უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს
შალვა პაპუაშვილი: ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი: ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონშია
არქივი