ზურაბ ქადაგიძე გიორგი თარგამაძეზე: ვინმეს თუ ჰგონია მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-ს აირიდებს, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ამ ბოროტ დეკლარაციასთან, ძალიან ცდება, მათ შორის - ეს სააკაშვილის „ცხვირსახოციც“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 31 მარტი 2025, 10:06

ნეტა, რა ჩაიდინა გიორგი თარგამაძემ ისეთი, რომ ჯერ კომისიაზე იბარებენ და მერე, უაპელაციოდ უარს აცხადებს მისვლაზე?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმ ბოროტ, მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-თან ოდნავ მაინც შეხებას აირიდებს, ძალიან ცდება, მათ შორის, გიორგი თარგამაძეც.

„მოწმედ თუ იბარებენ, რა პრობლემა უნდა ჰქონდეს - რაც ემახსოვრება, იტყვის იმას და კომისიასაც პრეტენზიები აღარ ექნება.

შემთხვევით, ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე ხომ არ აქვს ხელი მოწერილი და საქართველოსთვის ომის დაწყება და ქართული ჯარისთვის სამხედრო დანაშაულები, განსაკუთრებით, აკრძალული იარაღის გამოყენებით ხომ არ დაუბრალებია?!

ეს ახლა რომ ჟურნალისტის ამპლუაში გვევლინება და კაცობაზე თავს დებს, წინა ცხოვრებაში სააკაშვილის "ცხვირსახოცად" მუშაობდა და ყველაფერი "გაუპრავა" „ნაციონალურ მოძრაობას“, რა სიბოროტეების "გაპრავებაც" ესაჭიროებოდათ.

ჰოდა, თუ ვინმეს ჰგონია მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-ს აირიდებს, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ამ ბოროტ დეკლარაციასთან, ძალიან ცდება, მათ შორის - ეს სააკაშვილის "ცხვირსახოციც"!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
⅚დავით ქართველიშვილი ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლებზე: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...
დავით ქართველიშვილი: საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს
ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი
ნინო წილოსანი სანქციებზე: ნამდვილად სამარცხვინო არის ის, რაც ხდება. წარმოუდგენელია გააშავო ადამიანები, დააბრალო, დაასანქცირო, რეპუტაციულად დააზიანო და არ დაუტოვო მათ თავის მართლების შესაძლებლობა
ზურაბ ქადაგიძე: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო - იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
არქივი