დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძეს: 2007 წელს, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების შეთავაზება მიიღეთ - ვინ „გაგაღვიძათ“ და რა მიზნით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 30 მარტი 2025, 20:14

ფილმებში რომ იციან წარწერა, ყველა სიუჟეტი გამოგონილია და რაიმე დამთხვევა კინოს პერსონაჟთან შემთხვევითი ხასიათისააო, ანუ, არც მე არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ, „შემთხვევითი“ იყო, რომ რუსული (პოლიტიკურად მეკუთვნის) სერიალის „Спящие-ს“ უკანასკნელი სერიის ყურების მეორე დღეს, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვას ეხმაურება.

„თვით სერიალი კი იყო იმ „მიძინებულ" თუ „დაკონსერვებულ" აგენტებზე, რომლებსაც წლების შემდეგ საჭიროების გამო „აღვიძებენ“ მათ ტელეფონებზე თუ მეილებზე მოკლე შეტყობინების გაგზავნით: „გაიღვიძე!“. მერე მას ხვდება რეზიდენტურის წარმომადგენელი და აცნობს შესასრულებელ დავალებას. ეს ფილმი ჯერ კიდევ მიტრიალებდა თავში, როდესაც კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს მოულოდნელად ჰკითხეს:
„...რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელ წლებში მოგიწიათ მუშაობა“. „არც ერთში!“ - გაიცა მყისიერი პასუხი, - „მე ვმუშაობდი სსრკ-ს საგარეო უწყებაში და საბჭოთა კავშირის შემდეგ, არც ერთი დღე არ მიმუშავია რუსეთის საგარეოში“. აქ კი ჩავუფიქრდი და კვლავ სერიალისკენ წავედი: 2007 წლამდე, როდესაც რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შემოთავაზება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების თაობაზე, ეს МГИМО-ს კურსდამთავრებული, გამოცდილი, სტაჟიანი საბჭოთა დიპლომატი „მიძინებულ“ მდგომარეობაში იყო 15 წელიწადი (1992-2007 წ.წ.)...

ვინ „გაგაღვიძათ“, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? როგორც ეს თავშივე აღვნიშნე, ამ ჩემს ბოლო წინადადებას კინემატოგრაფიული იუმორით შეხედეთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
⅚დავით ქართველიშვილი ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლებზე: საინტერესოა, ჩვენი აშშ-დროშებიანი „ბაბლი" შეუერთდება თუ არა ანტიტრამპისტულ მოძრაობას და რა ფორმით...
დავით ქართველიშვილი: საქართველოში მიმდინარე „მცირე ნიურნბერგმაც“ თავისი სამართლიანი განაჩენი უნდა გამოუტანოს ჩვენს რეინკარნირებულ ნეოფაშისტებს
ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში...იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი
ნინო წილოსანი სანქციებზე: ნამდვილად სამარცხვინო არის ის, რაც ხდება. წარმოუდგენელია გააშავო ადამიანები, დააბრალო, დაასანქცირო, რეპუტაციულად დააზიანო და არ დაუტოვო მათ თავის მართლების შესაძლებლობა
ზურაბ ქადაგიძე: თუ გინდა ქვეყანაში სტაბილურობა შექმნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად უნდა გაანადგურო - იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისია ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს
არქივი