63
30 მარტი 2025, 00:35

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1644-ს მიაღწია. მედიის ცნობით, დაშავდა 3408 ადამიანი. კიდევ 139 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ელოდებიან, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
28 მარტს პირველი ძლიერი - 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მიანმარის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 12:50 საათზე, ხოლო მეორე - 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 წუთში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.
მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ადგილობრივი ხელისუფლება ყველას დაშავებულთათვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |