2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულდა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 26 მარტი 2025, 12:45
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა „უნდა დაიხუროს, საერთოდ გაუქმდეს“.

„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Telegraph: ევროპა ემზადება, რომ ტრამპი უკრაინას მიატოვეს
თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ
როდესაც ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა დანაშაული - ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ესაა ორმაგი სტანდარტი
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: თავისით კი არ შვრებიან ამას?! ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების
მამუკა მდინარაძე „ფარაზე“: დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში
არქივი