ზელენსკი: უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 26 მარტი 2025, 11:36
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია.

როგორც ზელენსკი ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს, ომის დროს უკრაინის არმია სამჯერ აღემატება ჯარს, რომელიც ქვეყანას ჰყავს მშვიდობიან პერიოდში.

„მათ [უკრაინის ჯარს] სჭირდება დასვენება, როტაცია, რეზერვები, ხელფასები. ვფიქრობ, ჯარი ყოველთვის იყო პატარა, ვიდრე ახლა. შესაბამისად, როცა არმია სამჯერ დიდია, ვიდრე იყო, მას დაფინანსება სჭირდება. უკრაინის ბიუჯეტი ამას არ ეყოფა. საჭიროა სხვა პროგრამებიც. ევროპამ ის უნდა დააფინანსოს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ევროპამ და ამერიკამ უნდა გააკეთოს. მაგრამ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, მე უფრო ევროპის იმედი მექნებოდა“, - თქვა ზელენსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი