60
26 მარტი 2025, 01:02

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერი ოლაფ შოლცი და მინისტრთა კაბინეტი თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიის ძირითადი კანონის 69-ე მუხლის თანახმად, კანცლერი და მინისტრები წყვეტენ მუშაობას ახალი ბუნდესტაგის შეკრების დღეს. ახალი მოწვევის ბუნდესტაგის პირველი შეხვედრა 25 მარტს შედგა.
თუმცა, შტაინმაიერმა შოლცსა და 14-ვე მინისტრს სთხოვა, კიდევ რამდენიმე კვირა დარჩნენ თანამდებობებზე, როგორც მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი პროცედურა კანონითაც არის გათვალისწინებული.
კანცლერი და მინისტრები განაგრძობენ მუშაობას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. ფრიდრიხ მერცმა მანამდე განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას 20 აპრილამდე გეგმავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |