გიორგი მამარდაშვილი: დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში, ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვიჭერდა მხარს. თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 21 მარტი 2025, 12:16

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. შესაბამის პოსტს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში და ჩვენთან ერთად იყო თამაშზე. ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან მხარს გვიჭერდა.

თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით!

მნიშვნელოვანი გამარჯვება!“, - წერს მამარდაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი