საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 20 მარტი 2025, 21:48

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს კიდევ ერთხელ გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:2-ია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემებია – თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. ისინი 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ ნაკრებებს შორის გასამართ მეორე დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნულ გუნდში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებისთვის ერთი ახალწვეულია, სანაკრებო შეკრებაზე ვილი სანიოლმა პირველად მიიწვია დონეცკის „შახტარის“ კუთვნილებაში მყოფი 21 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი