დავით ქართველიშვილი: ყველგან, სადაც კი Deep State-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა მძლავრობს, მათ შორის საქართველოში, არის მცდელობა სიტუაციის აყირავების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 20 მარტი 2025, 16:44

იქ სადაც საფრთხეს ხედავენ ამ Deep State-ის დასუსტების, ევროკავშირის, ბრიუსელის დასუსტების, იქმნება წერტილები, რომელსაც ურტყამენ იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2003 წელს ჩვენთან მოახდინეს სააკაშვილის კლანის დესანტირება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ანტისახელისუფლებო აქციები, ღიად უჭერენ მხარს მსოფლიოში Deep State-ის დამარცხების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას.

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვითარების არევის არაერთი მცდელობა იყო საქართველოშიც, თუმცა ეს მცდელობები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მარცხით სრულდებოდა.

„დღეს 20 მარტს, სად მიმდინარეობს სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამთავრობო პროტესტები - მიმდინარეობს არგენტინაში, რომლის პრეზიდენტმა ლამის ერთგულება შეჰფიცა ტრამპის ადმინისტრაციას და მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ლათინურ ამერიკაში (ყოველ შემთხვევაში არგენტინის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი, რომელიც ოფიციალურად იყო დაპატიჟებული ტრამპის ინაუგურაციაზე); გადავიდეთ სერბეთში, რომელსაც ნდობა გამოუცხადა სი ძინ პინმა. ის შარშან იმყოფებოდა იქ, შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს და სერიოზულ ინვესტიციებს ჩაუყარა საფუძველი; ვხედავთ სლოვაკეთს, რომელიც ტრამპის პოლიტიკის და ჩინეთთან დაახლოების მომხრეა.

ყველგან, სადაც კი Deep State-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა მძლავრობს, მათ შორის საქართველოში, არის მცდელობა სიტუაციის აყირავების. საქართველოში 4 წელიწადია მიმდინარეობს ეს მცდელობა, მაგრამ აქ ძალიან გართულდა საქმე. შედარებით გაუმარტივდათ საქმე სერბეთსა და სლოვაკეთში, სადაც უფრო ახლოს არიან არათუ წარმატების მიღწევასთან, არამედ უფრო მეტად ხედავენ იქ სიტუაციის შეცვლის წინაპირობას, ვინაიდან ტრამპის ძირითადი საყრდენი ძალა ევროპაში არის უნგრეთი, სლოვაკეთი და ასევე სერბეთი.

ყველგან სადაც საფრთხეს ხედავენ ამ Deep State-ის დასუსტების, ევროკავშირის, ბრიუსელის დასუსტების, იქმნება წერტილები, რომელსაც ურტყამენ იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2003 წელს ჩვენთან მოახდინეს სააკაშვილის კლანის დესანტირება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი