დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომი 24 საათში დასრულდებოდა, ცოტათი სარკასტული იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 17 მარტი 2025, 09:39

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების შესახებ, ცოტათი სარკასტული იყო.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას ცეცხლის შეწყვეტა სურს, რაზეც უკრაინის თანხმობა უკვე აქვს და იმავეს მიღწევას ცდილობს რუსეთთანაც.

„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა მოვაგვარო ეს საკითხი, და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ მხარესთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა. და თუ რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ეს ცუდი ამბავი იქნება მსოფლიოსთვის, რადგანაც ამდენი ადამიანი კვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება, მართლა ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და მგონია, რომ დათანხმდება“, - თქვა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში, ხანძარია
მამუკა მდინარაძე: „რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს 2014 წელს მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად, 2025 წელს კი პიჯაკების საქმედ. ამ ერთი შემთხვევითაც კი დიაგნოზი არის დასმული
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
მამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
მამუკა მდინარაძე დაყადაღებულ ფონდებზე: ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება
არქივი