დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 16 მარტი 2025, 21:49

მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

„სააკაშვილის მომხრეებიც ამ ყველაფერს „აპრავებენ“, თითქოსდა, ბოტოქსები, მასაჟები და სტილისტები, პოლიტიკური შეხვედრების წინ მზადება იყო. ეს პროცედურები მესმის მაშინ ჩაიტარო, როცა სილამაზის კონკურსზე გამოდიხარ, ან რაიმე სხვა ცერემონიალისთვის ემზადები...“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ექს პრეზიდენტის არა საპყრობილის საკანში, არამედ კლინიკის პალატაში ყოფნასაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. თან, ისეთი შინაარსისას, რომ სირცხვილს კიდევ სირცხვილს უმატებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
გუბაზ სანიკიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არქივი