დავით ქართველიშვილი: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება "რუსული ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 16 მარტი 2025, 21:48

ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის“ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება „რუსული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი „პოლიტპატიმარი“ და არაა გამოცხადებული "ვადამდელი არჩევნების" ჩატარების თარიღი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, აღარც აშშ-ის საელჩო ავრცელებს თავის "მოკლემეტრაჟიან" ქარდებს, ტექსტებით: "რა ვერ გაიგეთ?" ან "დიდხანს გელოდოთ?" და ა.შ., რაც ოპოზიციისთვის კარგის მაჩვენებელი არაა.

„ჩვენი საპირისპირო ვერსია, რომ მაკა ბოჭორიშვილთან ქალბატონი ელჩი უკვე "გაროზგილი" მივიდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ - "მშვიდობის" დამყარების გზაზე "სამართლის" მაძიებელ ბანაკში აღარც განიხილება. არც საელჩოდან გვაწევენ თავის "მოკლემეტრაჟიან" ქარდებს, ტექსტებით: "რა ვერ გაიგეთ?" ან "დიდხანს გელოდოთ?" და ა.შ.

როდესაც ვეცნობით ნაც-სექტის პოლიტიკური "სურდო-თარგმანის" სპეციალისტებს, მათი "ნათელმხილველების" ფსიქიატრიულ დასკვნებს და "სხეულის ენის" პირიქითა წამკითხველებს, დროთა განმავლობაში იმის ახსნაც მიაყოლონ ხოლმე, რატომ არ შედგა, არ განხორციელდა, რამ შეუშალა ხელი... საზოგადოება "ნერვიულობს", - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
დავით ქართველიშვილი: ამ სიჩუმის ფონზე, რაც გენოციდის ფარული მხარდაჭერის ტოლფასია, ცინიკურად გამოიყურება 17 მარტს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე სირიელი ტერორისტების საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შიბანის მონაწილეობა
CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ
„ევროკავშირი უკრაინის გარეშე“, „მშვიდობა ევროპაში“, „სოროსის აგენტების გაძევება“ - ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს მოთხოვნები წაუყენა
ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება
არქივი