პრეზიდენტი მორაგბეებზე: მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 16 მარტი 2025, 20:30

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის, - წერს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვების შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

„გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონი გახდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჩვენმა ბიჭებმა ღირსეული ანგარიშით 46:28 დაამარცხეს!

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საშუალება მომეცა, დავსწრებოდი ამ შესანიშნავ მატჩს და მეგულშემატკივრა „ბორჯღალოსნებისთვის“.

ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ ასახელეს ქვეყანა და გაახარეს ქართველი გულშემატკივარი!

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
გუბაზ სანიკიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არქივი