პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 16 მარტი 2025, 19:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.


განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
გუბაზ სანიკიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არქივი