გიგი უგულავა - „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი, მერი და გამგებელი დაპატიმრებული იქნება იმ სტანდარტით, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ივანიშვილი 11 წელი ჩაჯდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 16 მარტი 2025, 18:33

ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი, ამ სტანდარტის მიხედვით, დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მომავალში პროკურატურას, „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა მერი და გამგებელი დაკავებული იქნება იმ სტანდარტით, რაც მან შექმნა“.

„სააკაშვილს, ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რას ედავებიან? ნაძვის ხეებივით დახუნძლეს საქმეებით, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის, როდესაც სახლში რაიმეს წაღებას გვედავებიან. მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და საკუთარ პარტაქტივებს ასაქმებენ, არა მარტო ფლანგავენ, არამედ პირდაპირ იპარავენ. ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა. ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და რაც მთავარია, 11 წლის თავზე ის ხალხი, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდათ, დაინახეს, რომ ხალხი, რომელმაც ქვეყანა მძევლად აიყვანა, ქვეყანა გააპარტახა, თურმე იმ ე.წ პიჯაკების საქმეზე – რა აბსურდზე ასამართლებენ სააკაშვილს. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ბიძინა ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები, რომელსაც არ ასაჯაროვებენ, გასაჯაროვდება. პრემიერი ღარიბაშვილი მაგ სტანდარტით 10 წელი ციხეში ჩაჯდება. ნებისმიერი სხვა, რადგან არაფერი არ არის იქ განსხვავებული, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ივანიშვილი, ღარიბაშვილი და დანარჩენი პატიოსანი გვამები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მორაგბეთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
გუბაზ სანიკიძე - სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არქივი