სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 16 მარტი 2025, 02:05

ჩემი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის, კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია.

„არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის, კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი, გვეყოფა, რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში; ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება, როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება, კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
პრეზიდენტი მორაგბეებზე: მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის
პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
არქივი