„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გაუუქმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 16 მარტი 2025, 00:11

ტელეკომპანია ABC News-ის ინფორმაციით, „ამერიკის ხმის“ (Voice of America) სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან მიიღეს ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.

წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები, მათთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადი ელფოსტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.

პარალელურად, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მიიღო „რადიო თავისუფლების“ გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, რომელიც დილით გაეგზავნა მენეჯმენტს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების“ ფედერალური გრანტები.

„გრანტი აღარ შეესაბამება სააგენტოს პრიორიტეტებს. შესაბამისად, პრეზიდენტის 2025 წლის 14 მარტის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს სააგენტოს, აღმოფხვრას ყველა არასავალდებულო აქტივობა, სააგენტო წყვეტს გრანტს“,- აღნიშნულია წერილში.

შეტყობინების თანახმად, „რადიო თავისუფლებას“ უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში. ორგანიზაციას ასევე მოუწოდებენ, რომ დროულად დააბრუნოს ყველა გამოუყენებელი თანხა, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღო.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს ასევე მოიცავს პერსონალის შემცირებას.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
პრეზიდენტი მორაგბეებზე: მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის
პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
არქივი