დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა და იმუშავებს უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 15 მარტი 2025, 23:37

გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, გენერალი კელოგი უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. გენერალი კელოგი, მაღალი რეპუტაციის მქონე სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის კარგად იცნობს მათ და მათ შორის ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა არსებობს“, – აღნიშნავს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე, გენერალი კიტ კელოგი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. გუშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთმა უკრაინასთან სიახლოვის გამო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მოლაპარაკებებიდან გარიცხვა მოითხოვა“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, კრემლის თხოვნით, მოლაპარაკებებიდან ჩახსნეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
პრეზიდენტი მორაგბეებზე: მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის აკეთებენ - განსაკუთრებით იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რაც მათ თითოეულ გამარჯვებას მოაქვს ჩვენთვის
პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
არქივი