რაგბის კლუბი „არმია“ სარბიელის სინის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 15 მარტი 2025, 12:22
რაგბის კლუბმა „არმიამ“ დღეს რუსთავის „ხარებს“ უმასპინძლა ავჭალის რაგბის სტადიონზე, სადაც „სარბიელის სინი“ გათამაშდა. პრიზი „ხარებს“ მოპოვებული ჰქონდათ წინა ტურში, ქუთაისის „აიაზე“ გამარჯვების შემდეგ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით „არმიამ“ მეექვსე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ექვსეულში პლეი- ოფში სათამაშოდ ადგილი მოიპოვა.

დღეიდან „სარბიელის სინი“, დედაქალაქში, კერძოდ, კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას.
რაგბის კლუბი არმია და არმიელები, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნონ მოგებული ჯილდო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ‘’არმიელებს’’ ამ გამარჯვებას და წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.

რაგბის კლუბი „არმია“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

საქართველოში „სარბიელის სინის’’ ისტორია 1995 წელს იწყება, როდესაც, ქართული რაგბის მემატიანემ, იმხანად კი სპორტულ გაზეთ „სარბიელის“ თანამშრომელმა, ზაალ გიგინეიშვილმა ზელანდიური (1902 წელს დაარსებული) „რანფერლის ფარის“ პრინციპი ქართულ რეალობას მოარგო. თავად სინი ძველმა მორაგბემ და მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ თითბრიდან გამოჭედა, დამზადების ხარჯი კი „სარბიელმა“ გაიღო. მიზეზი მარტივი იყო - წლის ნებისმიერ დროს გარკვეულიყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონატის რიგით მატჩებს მეტი ეშხიც შემატებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი