რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 14 მარტი 2025, 18:08

ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზიარა, - განაცხადა გადაცემა დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და საქმიანი განცხადებაა ჩვენთვისაც. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია ამ ყველაფრის გაგრძელებაა ესეც. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, ძალიან ცუდი დღე ექნებათ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელიც სირაქლემის პოზაში ყოფნას ამჯობინებს. ეს ადამიანები თავს ხრიდნენ და იძახდნენ არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ. აქაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გადასცა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები სამშაბათს გასაჯაროვდება
თეთრი სახლის პრესმდივანი რაფაელ გლუკსმანის განცხადებაზე: ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში, ხანძარია
მამუკა მდინარაძე: „რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს 2014 წელს მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად, 2025 წელს კი პიჯაკების საქმედ. ამ ერთი შემთხვევითაც კი დიაგნოზი არის დასმული
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
არქივი