ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 12 მარტი 2025, 18:28
„შედის თუ არა ევროკავშირის დასუსტება ტრამპის გრძელვადიან პერსპექტივაში? რა თქმა უნდა დევს ეს მის ამოცანებში, თუნდაც პირდაპირი შეტაკება ევროკავშირის რუსეთთან.  მას უნდა აწყობდეს ეს იმიტომ, რომ თუნდაც ამ შეტაკებაში ორივე მხარე მაქსიმალურად დასუსტდება," -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა უკრაინაში ტრამპის  სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობაზე კომენტირებისას. 

როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი, რომელთა თანხვედრა წარმოუდგენელია. 

„ტრამპის მოქმედებაში, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ვხედავ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ დაღლილობას. მას, სადღაც გულის სიღრმეში, მართლაც სურს, რომ ეს პასუხისმგებლობა მთლიანად იტვირთოს ევროკავშირმა. მას, თუნდაც პრაგმატული მიზეზით, უნდა აწყობდეს ეს ყველაფერი. შედის თუ არა ევროკავშირის დასუსტება ტრამპის გრძელვადიან პერსპექტივაში? რა თქმა უნდა დევს ეს მის ამოცანებში, თუნდაც პირდაპირი შეტაკება ევროკავშირის რუსეთთან.  მას უნდა აწყობდეს ეს იმიტომ, რომ თუნდაც ამ შეტაკებაში ორივე მხარე მაქსიმალურად დასუსტდება. 

ტრამპს რომ დაჭირდეს, ჩემი აზრით, ნატოდანაც გამოვა, რათა არ მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი. თანხვედრა ამ მიზნების ვერანაირად მოხდება. Deep State-ს დღევანდელი ბრიუსელის სახით სჭირდება რუსეთის დამარცხება. რუსეთს კი, როგორც მინიმუმ, სჭირდება კონტროლის დაკანონება და ლეგიტიმაცია იმ 4 ახალი ოლქის, რაც თავის კონსტიტუციაში  შეიყვანა და პუტინი ის ადამიანი არ არის, რომელიც ამაზე უარს იტყვის. მითუმეტეს 2025 წელს, როცა 9 მაისის პომპეზური აღლუმისთვის ემზადება," -  განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
გვირგვინივით აჯდება, „მკვდარი ცხენის თეორია“ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, არა?! ქმნიან პარტიებს, ცვლიან სპიკერებს, აწყობენ აქციებსა და მარშებს თუმცა - მკვდარ ცხენს ვერ აცოცხლებენ
არქივი