რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში - ეს არის მოდელი, რისი მიღებაც სურდათ, ამიტომ გვაძალებდნენ „შარლ მიშელის შეთანხმების“ აღსრულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 11 მარტი 2025, 11:10
რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში. ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებს და სწორედ ამ მოდელის მიღება სურდათ საქართველოშიც, რომლის შედეგად, ცესკო, სასამართლო და სხვა ინსტიტუტები აგენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო, საარჩევნო სისტემაც ისეთი ჩამოყალიბებულიყო, რომ აგენტურა მოსულიყო ხელისუფლებაში.

შაქარაშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, შედეგად, მათ ხელში მხოლოდ გარე ბერკეტები დარჩა, რომელმაც უკვე დიდი ხანია ძალა დაკარგა და კომიკურ ჟანრშიც კი გადავიდა.

„რუმინეთიზაციას გადარჩენილი საქართველო.

ის რისი გაკეთებაც Deep State-მა ვერ შეძლო საქართველოში, ახორციელებს რუმინეთში. ჯერ არჩევნების შედეგები სასამართლოს გააუქმებინეს, რადგან მათ მიერ არაკონტროლირებადმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და საბოლოოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. აღარაფერს ვამბობ, რომ ჯორჯესკუს სრულად აქვს მედიაზე წვდომა შეზღუდული და მან მხოლოდ ტიკტოკის პლატფორმიდან მოახერხა ამომრჩეველთა მხარდაჭერის მობილიზება.

ევროკავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიის გამარჯვებას უწოდებს, პარალელურად კი, საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში“ ადანაშაულებს. რთულია შესაფერისი სიტყვები მოძებნო ამ ხარისხის უტიფრობის და პოლიტიკური ფარისევლობის შესაფასებლად.

ეს არის მოდელი, რისი მიღებაც სურდათ საქართველოში. ამიტომ აწარმოებდნენ ბრძოლას სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩასაგდებად. ამიტომ გვაძალებდნენ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ აღსრულებას, რის შედეგადაც ცესკო, სასამართლო და სხვა ინსტიტუტები აგენტებით უნდა დაკომპლექტებულიყო, საარჩევნო სისტემაც ისეთი ჩამოყალიბებულიყო, რომ აგენტურა მოსულიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არასდროს მიეცათ საშუალება ეროვნული ძალებისთვის მიახლოებოდნენ ხელისუფლებას.

ჩვენ დავიცავით სახელმწიფო ინსტიტუტები და ამიტომ მათ ხელში მხოლოდ გარე-ბერკეტები დარჩა - ევროპარლამენტის რეზოლუციები, პოლიტიკური განცხადებები, სანქციები და ა.შ. მაგრამ მათი აბსურდული შინაარსიდან და უსამართლობიდან გამომდინარე ამ ბერკეტებმაც დიდი ხანია ძალა დაკარგა და კომიკურ ჟანრში გადავიდა.

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები აგენტურისგან მაქსიმალურად გაწმენდილია, მაგრამ იმისათვის, რომ საფრთხე ბოლომდე განეიტრალდეს, აუცილებელია აგენტურის განდევნა მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემიდან.

დიდი ცვლილებების ჟამია მსოფლიოში და უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში გვქონდეს მყარი პოლიტიკური სტაბილურობა!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი