ბაჩო ოდიშარია - სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ. ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც ჩვენი ქვეყნის მისამართით აკეთებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 09 მარტი 2025, 20:53
ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით“- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.

მისივე თქმით, რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს“. 


„სირიაში, ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ქუჩებში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიულად და პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ. რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს”. ანუ, ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ მკვლელ რეჟიმს მხარდაჭერა ჩვენმა ოპოზიციამაც გამოუცხადა და ეს ადამიანები, შიგნით თუ გარეთ, დგანან და უტიფრად რეჟიმს ჩვენ გვეძახიან.“-წერს ოდიშარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი