გია აბაშიძე: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 09 მარტი 2025, 16:43

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მიაჩნია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით ამერიკელების პრობლემების 70 პროცენტი მოგვარდება“.

აბაშიძის თქმით, რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ.

მისივე თქმით, “ჩვენს შემთხვევაში, "დიფ სთეითისა" და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში”.

„რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ. NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს.
ჩვენს შემთხვევაში კი, "დიფ სთეითისა" და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი