ბაჩო ოდიშარია-ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული “კულტურა”, რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, მორალურ გახრწნას და კულტურის ჰეგემონიზაციას, რისი შედეგიც კი არის პროგრესის სახელით პროგრესის სიკვდილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 04 მარტი 2025, 20:10
„ნეოლიბერალური კულტურის ქმნადობა დასავლური კულტურის უარყოფაზე, მისი სახეხატების გარდაქმნაზე, დასავლური ცივილიზაციების ავტორიტეტების ნგრევაზე და ამ ცივილიზაციების მიერ აღიარებული სოციო-კულტურული ნორმების პროფანაციაზე დგას. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის მანძილზე, მაგრამ ის რაც აგვისტოში გათამაშდება ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ ბოულის სცენაზე, ალბათ ამის კულმინაციური მაგალითია“,- წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში. 

ოდიშარიას თქმით, „საკულტო მიუზიკლში “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”, ქრისტეს როლს შეასრულებს შავკანიანი ქვიარი ქალი. შესაბამისად, ქრისტეს შეუცვლიან მინიმუმ სქესს და რასას. ეს არაა არც კულტურის აპროპრიაცია, არც პროვოკაცია, რომელიც მანკიერი ტრადიციების გადააზრებას ისახავს მიზნად, ესაა საკრალურის დესაკრალიზაციის აქტი, ქრისტეს ფიქტიურ პერსონაჟად დაფუძნების მცდელობა, რომელიც ისევე შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, როგორადაც აქციეს მაგალითად ჯეიმს ბონდი ან კაპიტანი ამერიკა“.

„ნეოლიბერალური კულტურის ქმნადობა დასავლური კულტურის უარყოფაზე, მისი სახეხატების გარდაქმნაზე, დასავლური ცივილიზაციების ავტორიტეტების ნგრევაზე და ამ ცივილიზაციების მიერ აღიარებული სოციო-კულტურული ნორმების პროფანაციაზე დგას. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის მანძილზე, მაგრამ ის რაც აგვისტოში გათამაშდება ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ ბოულის სცენაზე, ალბათ ამის კულმინაციური მაგალითია. საკულტო მიუზიკლში “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”, ქრისტეს როლს შეასრულებს შავკანიანი ქვიარი ქალი. შესაბამისად, ქრისტეს შეუცვლიან მინიმუმ სქესს და რასას. ეს არაა არც კულტურის აპროპრიაცია (რაზეც ასე წუხს ხოლმე ლიბერალური ფლანგი), არც პროვოკაცია, რომელიც მანკიერი ტრადიციების გადააზრებას ისახავს მიზნად, ესაა საკრალურის დესაკრალიზაციის აქტი, ქრისტეს ფიქტიურ პერსონაჟად დაფუძნების მცდელობა, რომელიც ისევე შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, როგორადაც აქციეს მაგალითად ჯეიმს ბონდი ან კაპიტანი ამერიკა. ლიბერალური შემოქმედებითი ელიტა მსგავს გამოხტომებს ვერასოდეს ბედავს მაგალითად ისლამური კულტურის წინააღმდეგ, რადგან ასეთ შემთხვევებში პასუხი მყისიერი და ლეტალური ხასიათისაა. საპირისპიროდ, საერთო ღირებულებების დევალვაცია თუ დასავლურ სოციუმში პროგრესულ ნაბიჯად არ ფასდება, ამას მოყვება ტრადიციული გაუქმება ნეოლიბერალური ჯგუფების მხრიდან, სოციალური გარიყვა, რასისტად, ჰომოფობად, მოკლედ, ბნელ და მოძალადე მენტალიტეტის სუბიექტად გამოცხადება. შესაბამისად, ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული “კულტურა”, რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, ისტორიის ეროზიას, სოციალური კავშირების გაქრობას, ეთიკურ და მორალურ გახრწნას და კულტურის ჰეგემონიზაციას, რისი შედეგიც კი არის პროგრესის სახელით პროგრესის სიკვდილი. მაგრამ პრინციპში, რა შუაშია ეს ყველაფერი საკულტო მიუზიკლთან, რომელშიც ქრისტეს როლს შავკანიანი ქვიარი ქალი განასახიერებს? მიუზიკლში ხო მთავარია მსახიობი კარგად მღეროდეს“- წერს ოდიშარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი