უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს - ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 04 მარტი 2025, 16:45
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ილონ მასკის განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს უნდა შესთავაზონ რაიმე სახის ამნისტია ნეიტრალურ ქვეყანაში, უკრაინაში დემოკრატიის მშვიდობიანი აღდგენის სანაცვლოდ. 

ჩიხელიძის განცხადებით, ამ ფონზე, უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს, თუმცა, ეს იმით აიხსნება,  რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან მომდინარე ნებისმიერი განცხადება, ანგარიში თუ სხვა დოკუმენტი მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში.

"ამ დროს რომელიღაც ევროპულ ანგარიშში უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს. მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგებია - ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება, ანგარიში თუ სხვა დოკუმენტი მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში. როგორ იმსჯელებს აქაური ევროკრეტინი? საკუთარი ტვინიც სიმარტივიდან გამომდინარე უბრალოდ ღმუილს დაიწყებს "რუშეთის აგენტი, პუტინის მონა", არავითარი დაფიქრება, ეჭვი, მსჯელობა. არადა თუთიყუშებივით სულ აზრის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში ესენი არიან ჩლუნგი მობოლშევიკო მასა, რომლებსაც გააზეპირებინეს შესანიღბი დემოკრატიული ფრაზეოლოგია, ისევე როგორც ძაღლებს ან თუთიყუშებს ვასწავლით რაღაც ფრაზებზე რეაგირებას. სხვა შემთხვევაში, მასკის პოზიციას ყმუილით კი არა, დაფიქრებით შეხვდებოდნენ." -  წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი