დავით ჩიხელიძე: უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? ფაქტი ჯიუტია, კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 04 მარტი 2025, 00:22

კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე უკრაინის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდების ჩამორთმევას.

მისივე თქმით, უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. მანვე აღნიშნა, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ.

„უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. უკრაინამ კალაძეს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვაო, უმჯობესია ვთქვათ, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. არ მინდა ომში მყოფ ქვეყანას დავცინო, მაგრამ დასაცინები ხართ აბა რა, სულ დაკარგეთ ადეკვატურობის განცდა, ქარის წისქვილების დევნის ნაცვლად, ქვეყანას მიხედეთ მეგობრებო, რომელიც თვალ და ხელშუა დაგენგრათ", - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი