ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი - მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 01 მარტი 2025, 16:04
პრეზიდენტ ზელენსკის, უსამართლო ომში მყოფი მამაცი მთავარსარდლის, დამცირების მცდელობამ აშკარა გახადა, რომ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი, როგორიც სულ რამდენიმე ჰყავდა ამ დიდ ქვეყანას, - წერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი აზრით, რამდენიმე სცენარის განვითარებაა შესაძლებელი - პირველ შემთხვევაში იგი ვარაუდობს დონალდ ტრამპის გადადგომას ქმედუნარიანობის დაქვეითების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში, დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი მის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

გოგოლაშვილი ასევე საუბრობს მესამე სცენარზე, ორმაგ იმპიჩმენტზე, რომელიც გულისხმობს და პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ერთად გადაყენებას, ვინაიდან ჯეი დი ვენსი "ტრამპზე უარესია" და გამოკვეთილი ულტრამემარჯვენეა.

„პრეზიდენტ ზელენსკის, უსამართლო ომში მყოფი მამაცი მთავარსარდლის, დამცირების მცდელობამ აშკარა გახადა, რომ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი, როგორიც სულ რამდენიმე ჰყავდა ამ დიდ ქვეყანას. რა თქმა უნდა ის ვერ დარჩება პრეზიდენტად ოთხი წლის განმავლობაში. რა მოხდება? რამდენიმე სცენარია შესაძლებელი.

1. ტრამპი გადადგება ქმედუნარიანობის დაქვეითების გამო. მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და ის დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს.

2.დემოკრატები რესპუბლიკელების ნაწილთან ერთად მოითხოვენ მის იმპიჩმენტს. ამ შემთხვევაში იმპიჩმენტი ორივე პალატამ უნდა დაადასტუროს. სამწუხაროდ ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს პრეზიდენტის კაბინეტს მიმდინარე ვადის ამოწურვამდე.

3. შესაძლებელია ორმაგი იმპიჩმენტიც, როცა პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს ერთად გადააყენებენ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ხდება კონგრესის სპიკერი. რადგან ასეთი შესაძლებლობა ნაკლებსავარაუდოა, ვენსი დიდი ალბათობით დაიკავებს შტატების შემდეგი პრეზიდენტის სავარძელს. ის, როგორც ვხედავთ, ტრამპზე უარესია, ახალგაზრდა და ენერგიულია, გამოკვეთილი პოლიტიკური გემოვნება აქვს და ულტრა მემარჯვენეა. ეჭვი მაქვს, რომ ის მშვენივრად შეეწყობა მასკს, რომელმაც უკვე გამოავლინა რასისტული ნიშნები, ჰექსეტი, პრიმიტიული აზროვნების შემსრულებელი, რომელიც ვენსის ბრძანებებს სიამოვნებით დაემორჩილება. რუბიოს ალბათ მოიშორებენ და ვოლცის, არ ვიცი. მაინც დამსახურებული სამხედროა, თუმცა შეიძლება ეგეც გადაიბიროს ვენსმა. მოკლედ, ვენსის დარჩენა უარესია ტრამპის მმართველობაზე, ყოველ შემთხვევაში ევროპისთვის. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ორივეს იმპიჩმენტი და თანაც კონგრესსა და სენატში დემოკრატების უმრავლესობით დაბრუნება, რაც შეიძლება მხოლოდ ორ წელიწადში მოხდეს. ყველა სხვა განვითარება ევროატლანტიკური ერთობისთვის, ესე იგი საქართველოსთვისაც, საზიანო იქნება, ისევე, როგორც არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება. რატომ საქართველოსთვის? იმიტომ რომ რუსულ-ჩინური გავლენების შეკავება მხოლოდ ძლიერ ევროატლანტიკურ ერთობას შეუძლია“, - წერს კახა გოგოლაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი