ყველა გადამწყვეტი თანამდებობის პირის არჩევნებში სავალდებულო იყო არასამთავრობოების მონაწილეობა, იმ ადამიანების, რომლებსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვთ. ეს ასე აღარ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 01 მარტი 2025, 12:30
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების იმ ნაწილის ჩარევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია გააჩნია, სავალდებულო აღარ იქნება და ამას კანონი განსაზღვრავს.

„მოსამართლეს ვერ დანიშნავდი, თუ მის არჩევაში NGO-ს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს ან ბორდის წევრს... მათი მონაწილეობა სავალდებულო იყო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და სახალხო დამცველის შერჩევაში და უამრავი ისეთი უწყების მუშაობაში, როგორიცაა, მაგალითად: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საპროკურორო საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია; ბიზნესომბუდსმენის ასარჩევი კომისია;

იურიდიული დახმარების საბჭო; პენიტენციურის საბჭოები და ა.შ.

NGO-ები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების მუშაობაში თუ ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნის პროცედურებში, მეტიც, ხშირად მათი ხმა გადამწყვეტიც იყო. არადა, ლაპარაკია ადამიანებზე, რომელთაც საზოგადოებაში ნულოვანი ლეგიტიმაცია და ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ, რასაც ყველა კვლევა ადასტურებს. მათ არავინ ირჩევს, ხმას არავინ აძლევს, მათი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო უცხოური ფული და მხარდაჭერაა, რაც ხშირად - უფრო ზუსტად, უმთავრეს შემთხვევაში - ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პარტიასაც კი ზურგს ქართველი ამომრჩეველი უმაგრებს - ზოგს შედარებით ბევრი, ზოგსაც ძალიან ცოტა - მაგრამ მაინც, „ენჯეოებს“ კი ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა. წლების განმავლობაში ეს იყო იდეალური იარაღი უცხოური ძალების ხელში ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტის შესასუსტებლად. ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი