ტვ „ფორმულას“ წამყვანი ტაბლიაშვილი: ტრამპს აქვს დემენცია და ბევრი რამ, რასაც აკეთებს, ამის ბრალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 24 თებერვალი 2025, 11:34

ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“ - განაცხადა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა თავისივე ანალიტიკურ გადაცემაში „კონტექსტი“ განაცხადა.

ტაბლიაშვილი გენერალ ალნურ მუსაევის მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ „1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“.

„შემეძლო მესაუბრა ვერსიაზე, რომლის თანახმადაც 47-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 1987 წელს „დაავერბოვკა“ კგბ-მ. გორბაჩოვთან ერთად სწორედ 1987 წელს გადაღებული ფოტო, მაღალი ალბათობით მოსკოვში, უკან სახელმწიფო მდივანი შოლცი. მე არ ვიგონებ. ჩემი არ არის ეს ვერსია. გეტყვით, რომ ასეთი ცნობებიც გაჩნდა ქსელში და ამ ვერსიის ავტორია გენერალი ალნურ მუსაევი. ეს კაცი იყო კგბ-ს მე-6 განყოფილების ოფიცერი და ყაზახეთის ექსპრეზიდენტის ნაზარბაევის თანაშემწე და სწორედ ეს კაცი, მუსაევი, ამბობს, რომ 1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ იმხანად 40 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“. აქვე, გულახდილად გეტყვით, მე არ მჯერა ამ ვერსიის“, - განაცხადა ტაბლიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი