დიმიტრი სამხარაძე "ტვ პირველის" ოპერატორის მიერ ფულის აღების კადრებზე: ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო, დღეს იქ მყოფების 95 პროცენტი ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 19 თებერვალი 2025, 15:13
ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! -  წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება  გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.

სამხარაძის განცხადებით,  USAID-ის  და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება, შესაბამისად, ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი.

"ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! USAID-ის  და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება! ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი! მასკის ჯგუფი უკვე მუშაობს კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე! ვამბობდი და ვიმეორებ, სიმართლეს ვერ მოერევით! ხომ ხართ გატრუნულები, შეშინებულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს, ეკლესიის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამყიდველებს? გეშინოდეთ პოლიტიკურო “პრასტიტუტკებო”.  მალე." - წერს დიმიტრი სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი