გია აბაშიძე "ტვ პირველის" ოპერატორის მიერ აქციის ორგანიზატორისგან ფულის აღების კადრებზე: დაქირავებული ნაცპროვოკატორების ჰეროიზაცია ვერასდროს დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ტოქსიკურ "ნაცმედიაში" მუშაობდეს - ფასიანი ე.წ. პატრიოტები არ უნდა სარგებლობდნენ ინდულგენციებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 19 თებერვალი 2025, 14:39
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, POSTV -ის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე მის მონაწილეებში, რომელთა შორის, „ტვ პირველის"  ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილიც არის.

აბაშიძის განცხადებით, დაქირავებული პროვოკატორები გმირები ვერასდროს გახდებიან ქართულ საზოგადოებაში, ხოლო ფასიანი "პატრიოტები", ინდულგენციებით არ უნდა სარგებლობდნენ კანონდარღვევის შემთხვევაში.

"დაქირავებული ნაცპროვოკატორების ჰეროიზაცია ვერასდროს დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში, არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ტოქსიკურ ნაცმედიაში მუშაობდეს თუ ე.წ. "ენჯეოელი" იყოს. მხილებით, გამოვლენითა და კანონდარღვევის შემთხვევაში, მართლმსაჯულების პასუხით, ფასიანი ე.წ. პატრიოტები არ უნდა სარგებლობდნენ რაღაც ინდულგენციებით. 


POSTV- მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე. ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის ფულს იღებს „ტვ პირველის" "ოპერატორი", ლაშა ჯიოშვილი." -  წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი