დავით ქართველიშვილი: საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა - სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 18 თებერვალი 2025, 00:49

სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა - არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის მოღალატეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა - არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა.
საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაცსექტის მიერ სწორედ ამ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება ფიგურანტთა ფართო სპექტრის მიმართ.

კომისიის სხდომაზე მთავარი პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელს ეთხოვა, წერილობით გაეცა პასუხი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის - აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების თანამშრომლობას საოკუპაციო ძალების სარდლობასთან.

საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა - სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ ჯერ კიდევ თავისი მუშაობის დასაწყისშია. წარმატება ვუსურვოთ მას და ზოგადად, ქართველ პარლამენტარებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი