ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი თემურ ხუბულური იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 15 თებერვალი 2025, 17:36
ქართული ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თემურ ხუბულური იმუშავებს, რომელსაც დღეს გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული ჭიდაობა გახდეს პირველი, როგორც სპორტის სახეობა, გავიტანოთ საერთაშორისო სარბიელზე და ხელი შევუწყოთ ჩვენი მომავალი თაობის ფიზიკურ და სულიერ აღზრდას“, - აცხადებს თემურ ხუბულური.

თემურ ხუბულური ყოფილი ძიუდოისტია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ორჯერ მსოფლიოს და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1980 წელს კი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2012-2020 წლებში ის საქართველოს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი