2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა სპორტსმენებმა შიო ქუჩუკიანმა და ნელი უსტიმენკომ იასპარეზეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 14 თებერვალი 2025, 20:26

ბაკურიანი 2025“-ზე იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა შიო ქუჩუკიანმა და ნელი უსტიმენკომბიატლონისტმა შიო ქუჩუკიანმა ფესტივალზე ასპარეზობა დაასრულა. დღეს მან 7,5 კილომეტრზე სპრინტში იასპარეზა და 62-ე შედეგი აჩვენა. რამდენიმე დღის წინ სპორტსმენმა 12,5 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში 64-ე ადგილი დაიკავა.

დღეს სლალომში იასპარეზა სამთო მოთხილამურე ნელი უსტიმენკომ. პირველი დაშვებისას მან 1:07.24 წამი დააფიქსირა, რაც 49-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი სპორტსმენმა ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ამ ეტაპზე საქართველოს ერთი ოქროს მედალი აქვს. ეს ისტორიული მედალი 15 წლის ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიპოვა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი