რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 11 თებერვალი 2025, 09:49
რუსეთმა გამთენიისას უკრაინას საავიაციო ბომბებითა და დრონებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, დაბომბვის გამო ქვეყნის ზოგ რეგიონში დენის მიწოდება შეწყდა. „უკრაინის ენერგოსისტემაზე მორიგი შეტევა ხორციელდება. ღამე მტერმა გაზის ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმა განახორციელა. ენერგეტიკა მიზანშია ამოღებული დილითაც. ენერგეტიკული სისტემისთვის მოსალოდნელი ზიანის მინიმიზაციის მიზნით გადაცემათა სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის შეზღუდვების სასწრაფო ზომებს იღებს“, - წერს გალუშჩენკო.

მისი თქმით, ზუსტი ზიანი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რუსები შეტევას შეწყვეტენ.

უკრაინული მედია, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჯარმა გამთენიისას პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა. უკრაინის ოლქები საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იბომბებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი
არქივი