ქართველიშვილი: ვერაფერს სწავლობენ საქართველოსთან მიმართებით დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ევრობიუროკრატები - ერთი მხრივ „არ ცნობენ“ საქართველოს ხელისუფლების „ლეგიტიმაციას“, მეორე მხრივ მიმართავენ უსამართლო მოწოდებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 07 თებერვალი 2025, 21:37

ვერაფერს სწავლობენ საქართველოსთან მიმართებით დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ევრობიუროკრატები. იმის მაგივრად, სერიოზულად დაუფიქრდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თუ კაია კალასმა - რატომ მოხვდნენ თეთრი სახლის სრულ საკომუნიკაციო იგნორში - აგრძელებენ ხელოვნური კუნთების თამაშს ჩვენს ქვეყანასთან, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილი ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ აქციებზე დაკავებულები და უზრუნველყონ დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ეს ორი ევრობიუროკრატი - კალასი და კოსი, ამჯერად საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში და წინასწარი პატიმრობის საკნებში იქექებიან მორიგი უკანონო და უსამართლო მითითებებით.

„ვერაფერს ვერ სწავლობენ საქართველოსთან მიმართებით დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ევრობიუროკრატები. იმის მაგივრად, სერიოზულად დაუფიქრდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თუ კაია კალასმა - რატომ მოხვდნენ თეთრი სახლის სრულ საკომუნიკაციო იგნორში - აგრძელებენ ხელოვნური კუნთების თამაშს ჩვენს ქვეყანასთან. თვით სახელმწიფო დეპარტამენტიც კი გაჩერებულია საქართველოსგან მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუქმების მოწოდებებში - თვეზე მეტია შეშფოთებული მეთიუ მილერის აღშფოთებულ სისულელეებს ვეღარ ვისმენთ. თუმცა ევროსივრცეში მისი საქმის ინერციით გამგრძელებლები ჯერ კიდევ მოიძებნება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა როგორც ჩანს ვერ გაიგეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს ქვეყნისთვის დამაზიანებელი და უსამართლო პოლიტიკა ევროკავშირთან თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. იმის მაგივრად, რომ ჯეროვნად შეაფასონ ეუთო/ოდირის ძირითადი, პოზიტიური დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით - საკუთარ ჯაშუშებს ფეხქვეშ ათელვინებენ ამ მთავარ საერთაშორისო საარჩევნო არბიტრის რეპუტაციას. ერთის მხრივ „არ ცნობენ" საქართველოს ხელისუფლების „ლეგიტიმაციას“ - მეორე მხრივ მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას (!) მორიგი უსამართლო მოწოდებებით. დღეს ეს ორი ევრობიუროკრატი ქალბატონი ამჯერად საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში და წინასწარი პატიმრობის საკნებში იქექებიან მორიგი უკანონო და უსამართლო მითითებებით. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს 300 ათასი უკანონოდ დაკავებულისა და დაპატიმრებულის არც ერთი ბედი მათ არ აღელვებდათ. ამ სისულელეებს თავი რომ დაანებონ, ვურჩევთ დაფიქრდნენ, რატომ არ იკარებენ მათ „სათოფეზე“ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციიდან და როდემდე უნდა გაურბოდნენ მარტივ ჭეშმარიტებას - ეუთო/ოდირის ძირითად დასკვნას საქართველოში შემდგარი არჩევნების შესახებ. თავისივე შეშფოთებულ განცხადებებში ეს ეპიზოდური წამოცდენები "საქართველოს ხელისუფლების" მისამართით, ამ ხელისუფლების ჯიუტი იგნორირების ფონზე სხვა არაფერია, თუ არა მორიგი კოგნიტური დისონანსი ," - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი