ზურაბ ქადაგიძე: ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 04 თებერვალი 2025, 16:15

ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და მტკიცედ არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა - ეს პასუხი კითხვაზე, ვის მოაქვს მშვიდობა. ამის საპირწონედ, შენ საყვარელ ნაცმოძრაობას მოაქვს ომი და ნგრევა, როდესაც ხელისუფლებაში იყო - ეს კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს თვეში. ოპოზიციიდან კი, შენნაირი მეტასტაზების მეშვეობით მუდმივად ცდილობს ქვეყნის რყევას და დესტაბილიზაციას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მეუფე ზენონის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის მეუფე ზენონის „მამაცურ საქმეებზე“ და სანამ ქვეყნის ერთგულ ადამიანებს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ტალახს ესვრის, კარგად უნდა დაფიქრდეს - რის ფასად ასრულებს დავალებებს და უღირს თუ არა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჯაშუშურ საბოტაჟში პაიკის ფუნქცია შეასრულოს.

„გამორიცხულია ამ ანაფორიან მწვალებელს ეს უტიფრობა გავუტარო!

მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რა პროცესები გაიარა საქართველომ ბოლო 4 წლის განმავლობაში.


რამდენიმე დღის წინ თავად რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ უსინდისობა იყო იმის მტკიცება, თითქოს ამ ომს უკრაინა იგებდა. არადა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გლობალური ომის პარტიის პროპაგანდა ყველას ურეცხავდა ტვინს, უკრაინა იგებს და ამ ქვეყნის გვერდით დგომა ომში ისტორიის სწორ მხარეს დგომააო.

ჰოდა ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და მტკიცედ არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა - ეს პასუხი კითხვაზე, ვის მოაქვს მშვიდობა.

ამის საპირწონედ, შენ საყვარელ ნაცმოძრაობას მოაქვს ომი და ნგრევა, როდესაც ხელისუფლებაში იყო - ეს კარგად ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს თვეში. ოპოზიციიდან კი, შენნაირი მეტასტაზების მეშვეობით მუდმივად ცდილობს ქვეყნის რყევას და დესტაბილიზაციას.


ამიტომ, სანამ ენას ამოიდგამ პირიდან, კარგად დაფიქრდი, რად გიღირს იმ დავალებების შესრულება, რომელიც ნაცმოძრაობის ოფისებიდან ან უფრო უარესი, ქვეყნის ფარგლებს გარედან მოდის...

და ბოლოს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მათ შორის შენს „მამაცურ საქმეებზე“ და სანამ ქვეყნის ერთგულ ადამიანებს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ტალახს ესვრი, კარგად დაფიქრდი - რის ფასად ასრულებ დავალებებს და გიღირს თუ არა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჯაშუშურ საბოტაჟში პაიკის ფუნქცია შეასრულო!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი