„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 01 თებერვალი 2025, 18:01

„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს.

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი გუნდი იყო. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.

ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.

ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი