ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 31 იანვარი 2025, 23:40

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა 129,62 ქულით დაასრულა, ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია 68.99 ქულით პირველ ადგილზე იყო, მან თვისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს სახელით მეორედ მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი ესტონელი ნინა პეტრიკინა გახდა, მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.

გუბანოვამ 2023 წელს ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონობა იზემია, ხოლო 2024 წელს კაუნასში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა და თავისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს. ასევე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ რიტმულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი