დავით ქართველიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას, დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 30 იანვარი 2025, 10:54

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც გარკვეული დათქმებით იქნა მიღებული. ექსპერტი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო ჩამოშორდა მონობას, ვასალობას და დამოუკიდებლობის დაკარგვას. სანაცვლოდ კი, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი შეინარჩუნა რა ღირსება და თავმოყვარეობა.

„სტრასბურგში კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს რეალურ და არა დეკლარირებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდით მონობას, ნეოკოლონიალიზმს, ვასალობას, ტრადიციული, კონსერვატიული და ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს.

სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა, ღირსების შენარჩუნება, ქართველობა და მართლმადიდებლობა - ამის დათმობას ითხოვდა ჩვენგან ბრიუსელისა და ვაშინგტონის შემდეგ, დღეს უკვე სტრასბურგი. ლაქიების, მონების და აგენტების სულგაყიდულ აღქმებში - თურმე დღეს უნდა ყოფილიყო ის დღე, რომელსაც საქართველოს ღმერთისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალ 30-საუკუნოვანი ისტორია უნდა შეეჩერებინა. პოლიტიკურად და სქესობრივად გაუკუღმართებულ არსებებს, დღეს ქართველების მამული, ენა და სარწმუნოება უნდა დაემარცხებინათ. იმ ძალებმა, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში გვიბლოკავდნენ რწმენას, თავისუფლებას და განვითარებას, დღეს მორიგი ნიღაბი ჩამოიხიეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მხოლოდ უნდა გვახარებდეს. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით გაბრწყინებულ იბერიას," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი
არქივი