ზურაბ ქადაგიძე: დანიამ თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაზარდა, რაც ტრამპმა გრენლანდიაზე პრეტენზია განაცხადა! ისე, ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის განცხადება გააკრიტიკა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 28 იანვარი 2025, 15:19

ასე ხდება, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს სოროსის სინდიკატს გადასცემ და კორუფციაში ჩაფლული, ბრიუსელის იმედად მიატოვებ სახელმწიფო ინტერესებს, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის - გრენლანდია შენ არაფერში გჭირდება და ჩემს „ბოსტანში“ უნდა გადავრგოო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2,1 მილიარდი დოლარით ზრდის, მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეტენზია განაცხადა გრენლანდიაზე.

ქადაგიძის თქმით, საინტერესოა ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის აღნიშნული განცხადება გააკრიტიკა.

„ასე ხდება, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს სოროსის სინდიკატს გადასცემ და კორუფციაში ჩაფლული, ბრიუსელის იმედად მიატოვებ სახელმწიფო ინტერესებს, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვის - გრენლანდია შენ არაფერში გჭირდება და ჩემს „ბოსტანში“ უნდა გადავრგოო...

დანიამ თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაზარდა, რაც ტრამპმა გრენლანდიაზე პრეტენზია განაცხადა!

ისე, ერთი ევროპარლამენტარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც ტრამპის განცხადება, გააკრიტიკა მაინც?!

ააა, არ სცალიათ, ჯერ მიშა სააკაშვილი ჰყავთ გასათავისუფლებელი და მერე, იზრუნებენ გრენლანდიაზე?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
გია აბაშიძე: შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში „დიფ სთეითის" ერთ-ერთი აქტორი ჰკარნახობდა, რომ "მეორე ფრონტი" გაგვეხსნა
დავით ქართველიშვილი: სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
სიხარული, რომელიც ჩანს პრემიერ-მინისტრ სტრამერის და ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან თვალსაჩინოა, რადგან ეს არის იმ „დიფ-სთეითის“ ნაწილი, რომელსაც ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინელამდე სურს
ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი
არქივი