
მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ, - განაცხადა „პარი სენ-ჟერმენში“ „რეიმსთან“ სადებიუტო შეხვედრის შემდეგ (1:1) ხვიჩა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა.
„პირველი თამაში რთული იყო. „რეიმსი“ კარგი გუნდია და თავს კარგად იცავდა, მაგრამ მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.
როგორც ვთქვი, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. მომენტები მრავლად შევქმენით, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ოფიციალურ არხთან საუბრისას.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 1-ში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |