ნინო ფოჩხუა: Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 21 იანვარი 2025, 11:02

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ, „შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ის რომ "Julius Baer"-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, კანონდარღვევაა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით.
მისივე თქმით, ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გამოძიების ფარგლებში გასცეს ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ექსპერტის შეფასებით, დამნაშავე ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და მასზე ინფორმაციის დამალვა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა პროცესი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმართება გლობალური ომის პარტიის მიერ.

„ის რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა კოორდინაციაშია გლობალური ომის პარტიასთან არ ახალია, ამის ნათელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი 29 აპრილის გამოსვლის შემდეგ, როცა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შეეზღუდა საკუთარ ფინანსებზე წვდომა.
რა ხდება ამის შემდეგ, "Julius Baer"-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, რაც კანონდარღვევაა ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით. ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გამოძიების ფარგლებში გასცეს ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დამნაშავე ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და მასზე ინფორმაციის დამალვა თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა პროცესი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმართება გლობალური ომის პარტიის მიერ“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა, ოჯახებს ანადგურებდაო?
გია აბაშიძე: ოქსიმორონიაა იმის წარმოჩენა, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკანებსა და მათ მოკავშირე „ენჯეოებს" რაიმე გავლენა აქვთ საქართველოს ხალხზე. ერთადერთი, რაშიც კოლექტიური "ნაცები" არიან გაწაფულნი, ესაა მათდამი საყოველთაო ანტიპათია
მამუკა მდინარაძე - სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
ზურაბ ქადაგიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მე მაქვს მამული, ენა, სარწმუნოება - თქვენ „დიიფ სთეითი" და ლიბერალური ფაშიზმი!
დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში NDI-ს ადანაშაულებს
არქივი