მერაბ დვალიშვილი: მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი - მიყვარხარ, საქართველო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 19 იანვარი 2025, 11:15

მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ,მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი, ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო.

მიყვარხარ, საქართველო!“ - განაცხადა დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი