დავით ქართველიშვილი: შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 იანვარი 2025, 21:57

მოკლედ, რისი თქმა მინდა დღეს საღამოს: საქართველო იყო, არის და რჩება მსოფლიო მნიშვნელობის სულიერების ცენტრად. დღეს დედოფლის-წყაროში (სოფ. სამრეკლოში) წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერში ჩასვლა ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებდათ, - წერს„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ.

„სოხუმელ მეუფე გრიგოლთან (კაცია) ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ. არ (!) ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვისაც მოვლენათა ეს განვითარება აგენტოკრატების დავალებებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს სადღეგრძელოს ქიზიყური ფორმულა - „შავი მთიდან - შავ ზღვამდე" - ახალ შინაარსს იძენს. დადგება დრო, როდესაც სოხუმში იმავე სადღეგრძელოს მცირედი პერიფრაზირებით ვიტყვით: „საქართველოს გაუმარჯოს - შავი ზღვიდან შავ მთამდე". მოთმინება! და არა სულსწრაფობა! ყველაფერი თავისი გეგმით მიმდინარეობს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ
ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა
ანიტა ჰიპერი - შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ, ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში
პრემიერი: ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა
არქივი