ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 იანვარი 2025, 20:48

ოპოზიცია დღეს არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია არის საერთოდ დაკარგული, სრულიად უსუსურია და ეს ძალიან კარგია.

„ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა
დავით ქართველიშვილი: შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ
ანიტა ჰიპერი - შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ, ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში
პრემიერი: ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა
არქივი